2024/01/10
ISO 22000 სერთიფიცირება
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის და სოფლის განვითარების სააგენტოს დახმარებით და თანადაფინანსებით, კომპანია „ედენამ“ დანერგა ISO 22000 სურსათის უვნებლობის სტანდარტი და წარმატებით გაიარა საერთაშორისო სერტიფიცირების პროცესი. სურსათის უვნებლობის მართვის თანამედროვე სისტემების ინტეგრირება წარმოებაში, უფრო კონკურენტულს გახდის კომპანიის პროდუქციას და ხელს შეუწყობს უფრო მეტ მყიდველებთან გრძელვადიანი პარტნიორობის დამყარებას.