img
2022/12/21
ახალი საწარმოო ხაზი

2022 წელს კომპანია ედენამ საწარმოო და საექსპორტო შესაძლებლოების განვითარების მიზნით USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისგან თანამონაწილეობაზე დაფუძნებული გრანტი მიიღო. პროექტის ფარგლებში კომპანიამ 750 m2 ფართობის საწარმო გადააიარაღა და აღჭურვა თანამედროვე დანადგარებით. პროგრამის მიერ გამოყოფილი გრანტით ედენამ ბოთლების ჩამოსახმელი ხაზი, ბოთლების საშრობი და ვაკუუმ დანადგარი შეიძინა. USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის გრანტმა კომპანიას საშუალება მისცა გაეფართოებინა როგორც წარმოების მოცულობა ისე პროდუქციის ასორტიმენტი და შეექმნა შემოსავლის ახალი წყარო საცალო ბაზრებიდან.